შპს "არგო" აცხადებს ვაიზერის ვაკანსიას აჭარის ტერიტორიაზე (ბათუმი).
სამუშაო განაკვეთი: სრული
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მართვის მოწმობა - B კატეგორია
** გამოცდილება გუნდის მართვაში მინიმუმ 3 წელი
** საკუთარი ავტომობილი
** რუსული და ქართულის ცოდნა (სავალდებულოა)
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე (ოფისი)
პირადი უნარ-ჩვევები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** თავაზიანი
** შრომისმოყვარე
** მიზანდასახული
** კომუნიკაბელური
მოვალეობები:
** განახორციელოს პრისეილერებისა და ექსპედიტორებზე დაკისრებული ვალდებულებების ყოველდღიური კონტროლი;
** განახორციელოს კონსიგნაციაზე დატოვებული პროდუქციის კონტროლი;
** უზრუნველყოს მისი უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული ყოველთვიური გეგმების რაციონალური განაწილება;
** უზრუნველყოს პრისეილერების და ექსპედიტორების დახმარება პრობლემური მაღაზიებიდან/კლიენტებიდან ვალების ამოღებაში;
** გაყიდვების ზრდა მოცემულ ტერიტორიაზე;
** მერჩენდაიზინგის ნორმების დაცვა აღნიშნულ ტერიტორიაზე;
** დებიტორული დავალიანების კონტროლი;
** სავაჭრო აგენტების მუდმივი ტრენინგი/სწავლება;
** სავაჭრო წერტილებში კომპანიის სტანდარტების დაცვა;
** ვადების კონტროლი სავაჭრო წერტილში.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: jobs.argo@gmail.com. გთხოვთ, მეილის სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება!