შპს "ბორნ სოფქიმია" აცხადებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მაღაზიაში ვაკანსიას
მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.
მდებარეობა: ქ. გორი
ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-19:00; შაბათი 09:00-19:00; დასვენების დღე კვირა.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება;
** სალაროში თანხის მოძრაობის პროგრამული აღრიცხვა;
** ფულადი ნაშთების შემოწმება, კონტროლი;
** სალაროს გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** მომხმარებლისთვის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა.
მოთხოვნები:
** სასურველია მოლარის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება პროგრამაში;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამის ცოდნა;
** რუსული ან/და ინგლისური ენის ცოდნა სასურველია.
** ფინანსური ოპერაციების პროგრამული ასახვა;
** სასაქონლო ზედნადების და სალარო ოპერაციების შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება (შემოსავლის/გასავლის ორდერი, გადახდის ქვითარი);
** სალარო-აპარატის და საბანკო ტერმინალის მოხმარება;
** დღის ბოლოს წარმოებული ოპერაციების დოკუმენტაციისა და პროგრამული მონაცემების შედარება და სისწორის უზრუნველყოფა.
უნარები: დეტალებზე ორიენტაცია.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV გამოაგზავნეთ მისამართზე: t.safridze@borunagro.ge.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 30 აპრილი, 2024 წელი.
წერილის სათაურში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის და რეგიონის დასახელება, მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისთვის.