jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: გაყიდვების წარმომადგენელი
მომწოდებელი: ტრეიდ პარტნერი
გამოქვეყნდა: 7 აპრილი / განცხადების ვადა: 5 მაისი

სადისტრიბუციო კომპანია "ტრეიდ პარტნერი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)
შრომითი ანაზღაურება: 1000 ლარი ფიქსირებული + 1200 ლარი საბონუსე სისტემა

ჩვენ გვჭირდება ერთგული, ენერგიული, ნიჭიერი, შრომისმოყვარე კადრები, რომლებსაც მოსწონთ და იზიარებენ გუნდური მუშაობის პრინციპს და ორიენტირებულები არიან განავითარონ თავიანთი კარიერა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება
** პროდუქციის სწორი პრეზენტაცია და შეკვეთების ფორმირება
** სავაჭრო ობიექტებთან არსებული პროდუქციის გამართული მერჩენდაიზინგი
** ქსელში არსებული პრობლემის დაუყოვნებლივ რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან
** ქსელში არსებული დებიტორული დავალიანებების კონტროლი
** ქსელში არსებული პრობლემური დებიტორული დავალიანების შესახებ ინფორმაციის მიწოდება უშუალო ხელმძღვანელთან
** ყოველთვიური გაყიდვების გეგმის შესრულების მონიტორინგი
** კომპანიის მიერ გაწერილი სამუშაო გრაფიკის და შინაგანაწესის დაცვა
** ყოველდღიური ჩატარებული სამუშაოების შესახებ რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქიმიის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** მერჩენდაიზერად ან პრომოდ მუშაობის გამოცდილება ასევე ჩაითვლება უპირატესობად

აუცილებელი მოთხოვნა:

** მართვის მოწმობა - B კატეგორია
** უნდა ფლობდეს საკუთარ ავტომობილს

პროფესიული უნარები:

** კომუნიკაბელურობა
** ორგანიზებულობა
** მაღალი პასუხისმგებლობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** პრეზენტაციის ჩატარების უნარი
** დროის მართვის უნარი
** დავალებების სწორად გადანაწილების უნარი

ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებს, სწრაფ კარიერულ ზრდას.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე career@tradepartner.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება (გაყიდვების წარმომადგენელი) წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ კომპანია "ტრეიდ პარტნერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემები შეიძლება შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |