jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: გამომცემლობა ინტელექტი
გამოქვეყნდა: 7 აპრილი / განცხადების ვადა: 5 მაისი

გამომცემლობა "ინტელექტი" და "არტანუჯი" 20 წელზე მეტია კონკურენტუნარიან ადგილს იკავებენ ქართულ საგამომცემლო სფეროში. ჩვენი პროფესიონალი გუნდის ენთუზიაზმითა და სიახლის მუდმივი ძიებით იქმნება და იბეჭდება 300-ზე მეტი დასახელების წიგნი წელიწადში. მათგან აღსანიშნავია მხატვრული და დოკუმენტური ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშები; კლასიკური და თანამედროვე პროზა და პოეზია, საისტორიო-სამეცნიერო ლიტერატურა როგორც ქართულ ენაზე, ისე თარგმნილი სხვადასხვა ენიდან.

გამომცემლობის წიგნების მაღაზია "შაქრო ბაბუა" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე!

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის მიღება, განთავსება, შევსება და აღწერა;
** არსებული პროდუქტის შესახებ მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება, შეთავაზება და დახმარება;
** სალარო ოპერაციების წარმოება;
** შეკვეთის მიხედვით ამანათების მომზადება და გაგზავნა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება;
** სალაროსთან მუშაობის გამოცდილება;
** უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.

ადგილმდებარეობა: ჭავაჭავაძის გამზირი 17ბ, თბილისი;
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 3-4 დღე (შესაძლებელია სწავლასთან შეთავსება);
სამუშაო საათები: 10:00-20:00 სთ (განიხილება ნახევარი განაკვეთიც);
ანაზღაურება: კანდიდატთან შეთანხმებით გრაფიკის გათვალისწინებით

გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** შვებულების 24 სამუშაო დღეს და დამატებით, წელიწადში 4 Day Off-ს;
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
** ჯანსაღ და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: mari.rotchikashvili@intelekti.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების კონსულტანტი".

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 2 (ორი) წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |