jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება დასაქმების პერსპექტივით
მომწოდებელი: სარეკლამო პოლიგრაფიული ოფისი
გამოქვეყნდა: 7 აპრილი / განცხადების ვადა: 5 მაისი

"სარეკლამო პოლიგრაფიული ოფისი" წარმოადგენს მომსახურების და პოლიგრაფიული წარმოების კომპანიას 1999 წლიდან.

თუ გაინტერესებთ გაყიდვებისა და მომსახურების სფერო და გსურთ, რომ წარმატებულად დაიწყოთ თქვენი კარიერა, თუ თვლით, რომ ხართ მოტივირებული, კომუნიკაბელური და შედეგზე ორიენტირებული პიროვნება, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ვაკანსიას და დაინტერესების შემთხვევაში გამოეხმაუროთ.

კომპანია აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას 6 თვის ვადით 500 ლარი.

შემდგომი დასაქმების პერსპექტივით (ხელფასი 1500-2200 ლარი).

ჩვენ გთავაზობთ:

** შესასრულებელი სამუშაოების ადგილზე შესწავლას;
** ტრენინგებსა და სწავლებებს კვალიფიკაციის ასამაღლებლად პრაქტიკულ გამოცდილებას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები-უნარები

** შემოსული მოთხოვნის მონიტორინგი
** გამავალი და შემომავალი ზარების მონიტორინგი
** პროდუქციის ანალიზი, აქტიური და მოთხოვნადი კომპანიების გამოვლენა
** საოფისე ტექნიკასთან მუშაობა
** ოფისში მუშაობის უნარებს შევასწავლით ადგილზე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** უცხო ენების ფლობა (ინგლისური ან რუსული);
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სიახლეების სწრაფი ათვისების უნარი;
** მოტივირებული და კვალიფიკაციის ამაღლების სურვილი;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაციის უნარი;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები და გრაფიკი:

** თანამედროვედ აღჭურვილი სამუშაო გარემო;
** გრაფიკი: 10:00-დან 16:00, ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით.

ანაზღაურებადი სტაჟირება თვეში 500 ლარი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონულ მისამართზე: sareklamoagency@gmail.com



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |