შპს "G&A Group" წარმოადგენს მწარმოებელ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც 2012 წლიდან ახორციელებს ბრენდი "ნობათის" გაყინული ხორცპროდუქტების იმპორტს და "რერა"-სა და "ხინდას" ნახევარფაბრიკატების წარმოება-დისტრიბუციას საქართველოს ბაზარზე.
შპს "G&A Group" აცხადებს ვაკანსიას წარმოების ბუღალტრის პოზიციაზე.
მდებარეობა: დიდი დიღომი, დემეტრე თავდადებულის 29
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება გამოცდილების შესაბამისად.
ძირითადი მოვალეობები
** წარმოების პროცესში გამოყენებული ნედლეულის პროგრამული აღრიცხვა;
** წარმოების სხვადასხვა ეტაპზე წარმოებული ნახევარფაბრიკატების პროგრამული აღრიცხვა;
** წარმოებული მზა პროდუქციის პროგრამული აღრიცხვა;
** წარმოების სხვადასხვა ეტაპზე მიღებული წუნდებული პროდუქციისა და სხვა დანაკარგების აღრიცხვა;
** საჭირო დოკუმენტაციის წარმოება;
** ნაშთების კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** წარმოებაში მუშაობის გამოცდილება;
** საწარმოო პროცესების ცოდნა;
** 1C ERP- 8.3 ში მუშაობის გამოცდილება (აუცილებელია);
** საწარმოში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@gagroup.com.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.