jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: ტოტალ 100
გამოქვეყნდა: 27 მარტი / განცხადების ვადა: 28 აპრილი

შპს "ჯსთ რითეილი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა, ბიუჯეტირება;
** კომპანიის ცნობადობის ამაღლებისა და პოპულარიზაციის მიზნით მარკეტინგული ღონისძიებების გატარება;
** გაყიდვების გუნდთან კოორდინირებით სხვადასხვა პრომო აქციების დაგეგმვა;
** კომპანიის ბეჭდვითი მასალების დიზაინის შემუშავება და კონტროლი, სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობა;
** შეთავაზებებისა და აქტივობების შემუშავება, მომხმარებლებისა და მიზნობრივი ჯგუფებისათვის;
** მარკეტინგისა და სოციალური მედიის სტრატეგიის დაგეგმვა, განხორციელება და კონტროლი;
** პრეზენტაციების შექმნა სამიზნე ობიექტების სპეციფიკის შესაბამისად;
** კომპანიის ვებგვერდისა და სოციალური ქსელებისთვის ვიზუალური და ტექნიკური მასალის მომზადება/განთავსება;
** ბაზრისა და კონკურენტების ანალიზი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ან მარკეტინგის მიმართულებით;
** მარკეტინგის სფეროში მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ციფრული მარკეტინგის ცოდნა;
** Faceebook ads/business Manager; Google Analytics, Google ads-ის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კრეატიული;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დროის დაგეგმვა და მართვის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancyhr@gct.com.ge 2024 წლის 28 აპრილამდე, გთხოვთ ელექტრონული ფოსტის საგანში (subject) მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს.

პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს "ჯსთ რითეილის" მიერ (ს/კ:405635629), რომელიც მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება მხოლოდ კონკრეტულ პოზიციაზე პირის დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე. კომპანია არ ინახავს იმ კანდიდატთა მონაცემებს, რომელთა დასაქმებაც არ მომხდარა კომპანიის მიერ.

კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, რომელიც თავად მიაწოდა კომპანიას და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გაცნობა, ასლის მიღება, გასწორება, განახლება, შევსება, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა, განადგურება, დაბლოკვა, მონაცემთა გადატანა. ამისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ ელ. ფოსტაზე: vacancyhr@gct.com.ge

თუ გსურთ, თქვენი რეზიუმე განხილულ იქნეს მომავალში გამოცხადებულ ვაკანსიებთან მიმართებით, გთხოვთ თქვენი რეზიუმე და შესაბამისი თანხმობა, გამოგვიგზავნოთ ელ. ფოსტაზე: vacancyhr@gct.com.ge სახელწოდებით "რეზერვი". მიღებული ინფორმაცია აისახება შპს "ჯსთ რითეილის" აპლიკანტების რეესტრში/რეზერვში და დაგიკავშირდებით თქვენი ინტერესების, ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. ამასთან, გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ ბაზაში/რეზერვში თქვენი რეზიუმე შეინახება 1 წლის ვადით. ვადის გასვლის შემდეგ, კი რეზიუმე წაიშლება/განადგურდება.

ვაკანსიაზე მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გარდა კანდიდატის მხრიდან სხვა ისეთი დოკუმენტის/ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, რომელიც შეიცავს პირის პერსონალურ მონაცემებს ან/და განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს და არ არის აუცილებელი კომპანიის მიერ დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად, კომპანია გაცნობებთ, რომ ასეთი მონაცემი ავტომატურად განადგურდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |